Accentnews.ge
პროკურორი განმარტავს, რატომ არ დაუმძიმდა ბრალი „ტოიოტა ქამრის“ მე–6 მგზავრს

პროკურორი განმარტავს, რატომ არ დაუმძიმდა ბრალი „ტოიოტა ქამრის“ მე–6 მგზავრს

11/08/2020 11:30:58 სამართალი

პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის მომზადებაში.

„ოჯახის მოთხოვნა იყო, რომ „ტოიოტა ქამრის“ 6-ვე მგზავრი უნდა ყოფილიყო მიცემული პასუხისგებაში და ეს დამოკიდებულება ოჯახის მხრიდან თავდამსხმელების მიმართ გასაგებია. თუმცა, გამოძიება ბუნებრივია ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩართულობა და მონაწილეობა საგამოძიებო პროცესში, დაზარალებულის მიერ წამოყენებული ვერსიების გადამოწმება და იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელთა ჩატარების აუცილებლობაც საბუთდება დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ადვოკატის მიერ ამა თუ იმ საქმეში და ბუნებრივია, ამ კუთხით ვერც ეს საქმე ვერ იქნება გამონაკლისი. 17-ვე პირის მხრიდან, რომელიც ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურებული იყო შესაბამისი დანაშაულის ჩადენა. ამ ეტაპზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზმა ცხადყო, რომ მხოლოდ 5 პირის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში“, - განაცხადა პროკურორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

იხილეთ ასევე: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S