Accentnews.ge
"შაქარაშვილის საქმეში არსებულ ჩანთაზე პასუხები ექსპერტიზის შემდეგ გვექნება"

"შაქარაშვილის საქმეში არსებულ ჩანთაზე პასუხები ექსპერტიზის შემდეგ გვექნება"

11/08/2020 11:13:19 სამართალი

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული ჩანთის ექსპერტიზა ამ დრომდე მიმდინარეობს და ვისთან ჰქონდა მას შემხებლობა, კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"ჩანთასთან მიმართებით დანიშნულია შესაბამისი საექსპერტო კვლევები, აქედან გამომდინარე კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ამ ჩანთას შემხებლობა, რომელმა პირმა მოათავსა ის იქ, სადაც იქნა აღმოჩენილი, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება საექსპერტო კვლევები", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

იხილეთ ასევე: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S