Accentnews.ge
"ოჯახი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი გახსნილია"

"ოჯახი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი გახსნილია"

11/08/2020 12:11:05 სამართალი

„ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ნათესავმა, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებული პირების დანაშაულებრივ ქმედებას სრულად ადასტურებს.

„დანაშაულის ჩამდენი პირები სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად არიან მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 109 მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად საუბარია „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრზე. ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება. ასევე, ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობით არის დაწესებული, უკვე დაკმაყოფილებულია“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

იხლეთ ასევე: პროკურატურა – შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილე 5-მა პირმა მას გარდაცვალებამდე სასტიკად სცემა და შემდეგ არაგვში გადააგდო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S