Accentnews.ge
ნიკოლაძე განმარტავს, რატომ არ იკვეთება "მერსედესის" მგზავრების ბრალეულობა შაქარაშვილის მკვლელობაში

ნიკოლაძე განმარტავს, რატომ არ იკვეთება "მერსედესის" მგზავრების ბრალეულობა შაქარაშვილის მკვლელობაში

11/08/2020 12:46:12 სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი მირიან ნიკოლაძე განმარტავს, თუ რატომ არ იკვეთება "მერსედესის" მარკის ავტომობილის მგზავრების ბრალეულობა შაქარაშვილის მკვლელობაში.

როგორც ნიკოლაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის დროს ადგილზე, მხოლოდ "ტოიოტას" მარკის ავტომობილი იმყოფებოდა.

"მერსედესის" გადაადგილება, კონკრეტულად მასში მსხდომი პირების, ანძებით, ვიდეოკამერების ურთიერთშეჯერებით, დადასტურებულია, რომ იმ მომენტში, როცა "ტოიოტა" არის არაგვის ხიდთან, "მერსედესი" იქ არ იმყოფება. ეს არის დადასტურებული ფაქტი. როგორც არ უნდა მოგვინდეს ხელის შეშლა ძირითადი ვერსიისთვის, ეს ვერაფრით ვერ გამოვა. ეს მასალები დევს გამოძიებაში და იქ უტყუარად არის დადასტურებული",- აცხადებს ნიკოლაძე.

იხლეთ ასევე: პროკურატურა – შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილე 5-მა პირმა მას გარდაცვალებამდე სასტიკად სცემა და შემდეგ არაგვში გადააგდო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S