Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები: "ვერ დადგება გამამატყუნებელი განაჩენი, რადგან მტკიცებულებები არ არის"

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები: "ვერ დადგება გამამატყუნებელი განაჩენი, რადგან მტკიცებულებები არ არის"

11/08/2020 12:56:02 სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ შოთაძის უწყებამ ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო და მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

"მე რომ ვუყურე აღნიშნულ ვერსიას, რაღაც თრილერივით მომეჩვენა, რაც ბრალდების მხარეს არ უნდა გაეკეთებინა. ანუ რას ვგულისხმობ, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თურმე წყლამდე მისდიეს და შემდეგ ესე ვთქვათ, წყალში მოახდინეს მისი ლიკვიდაცია, ეს მინიმუმ დროში მაინც ხომ უნდა გაეზომათ, დროში რამდენად რეალური და რელევანტურია. დარწმუნებული ვარ, მათ ამაზე პასუხი არ ექნებათ", - აცხადებს ალექსანდრე იაკობიძე.

მისი თქმით, დაცვის მხარეს ხელფეხი უფრო გაეხსნა, რომ ამ მიმართულებით საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩაატაროს.

"ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც შემხებლობას დადასტურებს დ არ გვაქვს სხვა სახის მოწმის ჩვენებები, რომელიც ამ სახითაც ამ პირველ ელემენტს შექმნის. ამიტომ, რაც არ უნდა ბრალდებამ ისაუბროს, საქმეს ფიზიკურად გაუჭირდება", - ააცხადებს ვასილ მამულაშვილი.

მისი თმით, შედეგი, რა მოლოდინიც აქვს ბრალდებას, მაღალი ალბათობით არ დადგება. მამულაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს მოწმე, რომელიც ხიდის ქვეშ არსებულ გზაზე განვითარებულ მოვლენებს დაადასტურებს, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა თავის ბრიფინგზე ისაუბრა ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ ქართულ კანონმდებლობაში არ არის მოწმის ჩვენების აუცილებლობა გარკვეული გარემოებების დადგენისათვის.

"არანაირი მტკიცებულებაზე საუბარი, რომელიც ირიბად მაინც ვახტანგ ჩიქოვანის რაიმე შემხებლობას გამოკვეთდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან", - აცხადებს არჩილ ბერიანიძე.

მისი თქმით, არსებული მტკიცებულებების ფონზე უფლებადამცველებისთვის მოულოდნელი იყო პროკურატურის განცხადება და დარწმუნებულია, რომ ბრალდება სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.

იხლეთ ასევე: პროკურატურა – შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილე 5-მა პირმა მას გარდაცვალებამდე სასტიკად სცემა და შემდეგ არაგვში გადააგდო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S