აფხაზეთი პანდემიის გამო რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას აღარ აპირებს

11-08-2020 17:06:13

ოკუპირებული აფხაზეთი პანდემიის გამო რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას აღარ აპირებს. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ “იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დე ფაქტო საზღვრის გახსნასთან კავშირში არ არის და სოხუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში სანიტარული ნორმების უგულებელყოფას უკავშირდება.

ბჟანიას მტკიცებით, ინფიცირებულთა უმრავლესობა ამჟამად კრასნოდარის მხარის კლინიკებში გადაჰყავთ.

ცნობისთვის: დე ფაქტო საზღვარი 1 აგვისტოს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე გაიხსნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები