Accentnews.ge
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ოჯახი და გამოძიება ერთ პოზიციამდე მივიდა

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ოჯახი და გამოძიება ერთ პოზიციამდე მივიდა

11/08/2020 19:02:13 სამართალი

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 პროგრამისტის წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თანახმად, სპეციალისტებმა გარდაცვლილის Gmail გახსნეს, თუმცა აღმოჩენილმა გარემოებამ კითხვები გააჩინა.

კერძოდ, როგორც ადვოკატი განმარტავს, ფოსტაზე დიდი რაოდენობით მასალაა თავმოყრილი, ინტენსიური მიმოწერა ფიქსირდება ყოველდღიურ რეჟიმში, თუმცა ხუთდღიანი პერიოდი – 13 ივლისიდან 18-ივლისამდე [გაუჩინარების დღე] მეილზე სიცარიელეა.

"ფოსტაში ძალიან ბევრი მიწერ–მოწერაა ყოველ დღე, 13 ივლისიდან 18-ივლისამდე კი სიცარიელეა, რაც არა მხოლოდ ჩემთვის, გამძიებისთვისაც დიდი კითხვის ნიშანი იყო. შეტყობინებები მოდის 22–ში, 23–ში – დღემდე...გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია ვიღაცას აქვს წვდომა და ეს გადამოწმდება.

ძალიან ბევრი ინფორმაციაა, დეტალურად არ ვიტყვი. იყო თავიდანვე პოზიციების სხვადასხვაობა ჩვენსა და გამოძიებას შორის, მაგრამ ბოლოს მაინც მივედით ერთ პოზიციამდე, რომ აქ მხოლოდ თვითმკვლელობაზე, არც თვითმკვლელობამდე მიყვანაზე არაა საუბარი, მკვლელობის ვერსიაც არის ისეთ პოზიციაზე, რომ მანდ სერიოზულადაა სამუშაო. Youtube-ზეც იყო შესვლა. დედისთვის იმდენად მტკივნეული იყო შვილის ნახვა, რომ ძალიან ცუდად გახდა“,– განაცხადა ადვოკატმა „ფორმულას“ ეთერში შსს–ში ვიზიტის შემდეგ, თუმცა დეტალები არ დააზუსტა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ იზიარებს და საქმეში FBI–ს ჩართვას მოითხოვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S