Accentnews.ge
ადვოკატი: „თოფაძემ გამოკითხვისას აღნიშნა, რომ დაზიანებები ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო“

ადვოკატი: „თოფაძემ გამოკითხვისას აღნიშნა, რომ დაზიანებები ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო“

11/08/2020 20:29:04 სამართალი

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძემ მისი დაჭრის შესახებ გამოძიებას ჩვენება პირველად მისცა. გამომძიებლები მას საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ.

ადვოკატის თანახმად, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო, თუმცა მას ცივი იარაღი არ დაუნახავს.

„ბუსა ჟვანიასთან მას მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, მხოლოდ გამარჯობით იცნობდა და დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად: ეს იყო უბრალოდ სიტყვიერი დაპირისპირება – მუქარა არ ყოფილა. მან დეტალურად მისცა ჩვენება, თუმცა ბრალდების მხარე თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით დაზუსტებაა საჭირო, ეს ალბათ, მოხდება. შეუმსუბუქდება თუ დაუმძიმდება ბრალი [დაკავებულს], ეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებსა და სასამართლოზეა დამოკიდებული. გამოძიების მხრიდანაც იყო ეს შეკითხვა დასმული, თუმცა მან კატეგორიულად უარყო, რომ ჟვანიას რაიმე საგნით დაზიანება მიეყენებინა. როდესაც შედგა სატელეფონო საუბარი იქ გაჟღერდა გოგოს სახელი და გვარი, თუმცა ეს არსებითი არ არის ამ საქმეში“,– გააცხადა გიორგი ანთაძემ.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია, თუმცა „საკმაოდ მძიმე”.

ლევან თოფაძე 2 აგვისტოს თბილისში დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ჟვანი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S