Accentnews.ge
"მესტიაში ვირუსის აფეთქებას სავარაუდოდ, მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს"

"მესტიაში ვირუსის აფეთქებას სავარაუდოდ, მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს"

12/08/2020 06:57:53 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

"მესტიაში ვირუსის აფეთქებას სავარაუდოდ, მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"მე როგორც ვიცი, 1000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული", – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გუშინ, სვანეთიდან, საკარანტინე ზონებში გადაყვანილი იყო 919 მოქალაქე. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, საკარანტინე სივრცეების მართვის ეფექტურობა უზრუნველყონ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი კორონავირუსის 17 შემთხვევა უკავშირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S