
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისში შევიდნენ და პარტიული ატრიბუტიკა ფანჯრებიდან გადმოყარეს
21/06/2019 00:15:04 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისში შევიდნენ და პარტიული ატრიბუტიკა ფანჯრებიდან გადმოყარეს. მათ პროტესტის ნიშნად, „ქართული ოცნების“ ფლაერები ფეხით გათელეს.
ვითარება რუსთაველის გამზირზე კვლავ რთული რჩება. სამართალდამცველები პერმანენტულად იყენებენ რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენი გაზს. დაშავებულია ათობით ადამიანი. აქცია ამ დრომდე გრძელდება.