
მამუკა გამყრელიძე: "აქციები აუცილებლად გაგრძელდება"
21/06/2019 00:20:54 ციტატა
"ყველა პოლიტიკური ლიდერი შეკრებილია, მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხების დაზუსტება, გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები. აქციები აუცილებლად გაგრძელდება"
განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა მამუკა გამყრელიძემ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი სპეცრაზმს აქვს დაკავებული. დემონსტრანტებმა ოპერის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, თუმცა სპეცრაზმი ამ მიმართულებითაც დაიძრა. აქციის მონაწილეების მხრიდან არტის შეძახილები "არ დავიშალოთ!"