Accentnews.ge
ბესარიონ სიმონიშვილი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

ბესარიონ სიმონიშვილი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

12/08/2020 08:39:12 კონფლიქტები, რეკლამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართა.

სააგენტოს ცნობით, ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

შეხვედრაზე საუბარი საერთო სარგებლობის ფართების დაკანონებასაც შეეხო. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტომ საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დევნილთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო და წინამძღვრიანთკარში მცხოვრები ოჯახების საკითხიც ოპერატიულად განიხილება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S