Accentnews.ge
"სტრატეგია აღმაშენებელმა"  მოქალაქეებს 5 მთავარი დაპირება გააცნო

"სტრატეგია აღმაშენებელმა"  მოქალაქეებს 5 მთავარი დაპირება გააცნო

12/08/2020 09:38:19 საშინაო პოლიტიკა

პოლიტიკურმა პლატფორმამ "სტრატეგია აღმაშენებელი" ქუთაისში საარჩევნოდ მოქალაქეებს 5 მთავარი დაპირება გააცნო. დაპირებები "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ წარადგინა.

გაერთიანების დაპირებებია:

  • მომდევნო 4 წლის განმავლობაში 300 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა;
  • 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება, ბიზნესისთვის დაბალპროცენტიანი სესხი;
  • პენსიონრებისთვის სესხის პროცენტის ჩამოწერა;
  • მედიკამენტების 50 პროცენტით გაიაფება;
  • ყველა ბიზნესი, რომლის ფინანსური ბრუნვაც 2012 წლიდან მილიონ ლარს არ აღემატება, დამატებითი ღირებულების გადასადახისგან გათავისუფლება.

საქართველოში საპარლამენტო არჩვენები 2020 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S