Accentnews.ge
Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი "ლელო"-ში გაწევრიანდა

Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი "ლელო"-ში გაწევრიანდა

12/08/2020 09:52:07 საშინაო პოლიტიკა

Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი პოლიტიკურ პარტია "ლელო"- ში გაწევრიანდა. ამის შესახებ ცნობილი "ლელო"-ს დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე გახდა.

თამაზ გაიაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში ჩართვა მისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა დღევანდელმა ხელისუფლებამ იმედები გაუცრუა და იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს, პარტია ლელოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

"პოლიტიკაში ჩართვა ​ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო. 2012 წელს დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. მე დავკარგე იმედი და აქედან გამომდინარე დადგა ის დღე, როდესაც ყველა ადამიანი, რომლებიც თავისი შვილების ბედით არიან დაინტერესებული, რომ დავუტოვოთ ქვეყანა, რომელშიც ისინი იცხოვრებენ. გვაწუხებს ჩვენი შვილების მომავალი. მეტი გზა არ გვქონდა დარჩენილი, რომ გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის ბედზე. ჩვენი მესიჯის არა წადით, არამედ მოდით, ჩვენთან გაერთიანდით და ერთად ვაშენოთ ბედნიერი საქართველო",- განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S