Accentnews.ge
ადვოკატი: „გამომძიებლების თქმით, თამარის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დადგმული სცენარი იყოს“

ადვოკატი: „გამომძიებლების თქმით, თამარის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დადგმული სცენარი იყოს“

12/08/2020 10:33:03 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თანახმად, ახალგაზრდა ქალის ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა 10 აგვისტოს ფიქსირდება.

რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ელ.ფოსტაზე წვდომა თავად გამომძიებლებსაც ჰქონდეთ.

ადვოკატის განცხადებით, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, გამომძიებლებიც საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება კარგად დადგმული სცენარი იყოს, რომელიც მკვლელობას უკავშირდება.

"ფაქტია, რომ ვიღაცეებს ან ვინმეს კიდევ აქვს წვდომა კომპიუტერთან იმიტომ, რომ ფიქსირდება 10 აგვისტოს შესვლა ელექტორონულ მეილზე. თუ აქამდე საუბარი იყო თვითმკვლელობაზე ან თვითმკვლელობამდე მიყვანაზე, გუშინ უკვე მკვლელობაზეც იყო საუბარი საგამოძიებო ორგანოს, გამომძიებლების და პროკურორის მხრიდან", - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

კიდევ ერთი საინტერტესო გარემოება, რაზეც ადვოკატმა მიუთითა, თავად მეილზე არსებულ ვიტარებას უკავშირდება. კერძოდ, ადვოკატის ცნობით, ფოსტაზე უამრავი მასალაა, თუმცა 13 ივლისიდან 18 ივლისამდე პერიოდი ცარიელია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. თვითმკვლელობის ვერსიას ოჯახი არ იზიარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S