Accentnews.ge
სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა [ფოტო]

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა [ფოტო]

13/05/2019 04:11:13 სხვა, საზოგადოება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი რაკეტა კიკილაშვილების საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაზიანებულია შენობის სახურავი და იატაკი.

ქართველი სპეციალისტები რაკეტის ტექნიკურ სპეციფიკასთან შეუსაბამო მუშაობის შესახებ განმარტებებს, რაკეტების მწარმოებელი ბულგარული კომპანიისგან ითხოვენ, მანამდე კი კიკილაშვილებისთვის მიყენებულ ზიანს "ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი" აანაზღაურებს.

ამასთან, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის უშედეგო მუშაობაზე ჩივიან სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები ფერმერები, რომლებიც ძლიერი სტიქიისგან დაზარალდნენ.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა საქართველოს სხვადასხვა რაიონებსა თუ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქშიც: საგანგებო სიტუაციების სამსახურში 90-მდე შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმეტესობა, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები.

„მიმდინარეობდა გზის დაგების სამუშაოები, უხვი ნალექიდან გამომდინარე ჩამოიტანა ბალასტი და გადაკეტა გზა. გადაკეტვის შედეგად შევიდა წყალი მოსახლესთან და დაიტბორა სარდაფი. აუცილებლად, კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად დავეხმარებით მოსახლეს,“-აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ანდღულაძე.

უხვი ნალექის შედეგად მოსახლეობა დაზარალდა მთაწმინდის რაიონშიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S