
სოზარ სუბარი: „უშგულში კორონა არ არის“
12/08/2020 12:49:59 რეგიონები, საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ უშგულში COVID-19 გავრცელებული არაა, უბრალოდ იქ ზომები გამკაცრდა.
"დღეს გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ უშგულში გავრცელდა კორონა. უშგულში არ არის კორონა. უბრალოდ უშგულში შედარებით მკაცრი ზომა გავატარეთ, იმიტომ, რომ უშგული მარგალიტია საქართველოს კურორტული ცენტრების. იქაც დამყოლობა არის ძალიან მაღალი," - განუცხადა „რუსთავი 2“–ს სუბარმა.
რაც შეეხება დაბა მესტიაში არსებულ ვითარებას, მისი თქმით, ტურისტების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს:
"დღეს უკვე მეორე კოლონას - 4 მიკროავტობუსსს და 7 ავტომობილს გადაჰყავს კარანტინში ძირთადად ტურისტები. ორგანიზებულად ხდება მათი გადაყვანა".
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ადამიანებმა ტესტირება ჩაიტარონ და სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოიხსნება შეზღუდვები. ამ კონტაქსტში მან ყურადღება გაამახვილა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვირუსის არსებობის არ სჯერათ:
"რამდენიმე ადამიანი არის ისეთი, ვინც ამბობს - „რა გინდათ, მე ჯანმრთელი ვარ, არაფერი არ მჭირს და რატომ უნდა შემამოწმოთ?“; ზოგი კი ღრმა შეთქმულების თეორიებში მიდის, რომ კორონა არის მონაგონი და არ არსებობს. თუმცა ასეთი ადამიანების რიცხვი არის ძალიან ცოტა. რაც მაღალი იქნება ტესტირება და რაც დაბალი იქნება შედეგი, მით მალე მოიხსნება შეზღუდვები“.