გორის მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგოს ეძებენ
12/08/2020 14:30:51 სამართალი
გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 17 წლის გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახი მეორე დღეა, ცდილობს.
შსს-ს ინფორმაციით, 17 წლის გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).


