Accentnews.ge
კამპანია „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება

კამპანია „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება

12/08/2020 11:15:33 საზოგადოება, რეკლამა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. დღეს, 12 აგვისტოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოკლე პერიოდში, რიგითი მოქალაქეების დახმარების, მათ შორის თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის თვალსაზირისით სააგენტომ უზარმაზარი შრომა გასწია, რაც სამომავლოდ სახელმწიფოს საკუთარი პოლიტიკის განსაზღვრაშიც დაეხმარება.

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი მიზანია საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში (SESA) მიმდინარე პროგრამების, სერვისებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ღონისძიებაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინეს. შეჯამდა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები და სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისები ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რაც კომპენსაციების გაცემის სრულ ადმინისტრირებას მოიცავს.

როგორც განიმარტა, სააგენტოს დაგეგმილი აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ხელშეწყობის სერვისებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება, ასევე, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs)“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S