ბოლო 24 საათში საბერძნეთში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

12-08-2020 22:07:29 მსოფლიო

ბოლო 24 საათში საბერძნეთში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 262 ადამიანი დაინფიცირდა.

ქვეყნის მაშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს.

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აგვისტოდან ბელგიიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან და შვედეთიდან საბერძნეთში ჩასული ადამიანები ვალდებულები იქნებიან, COVID-19-ზე ჩატარებული ტესტის პასუხები წარადგინონ. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მაშტაბით დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში დადასტურებულია COVID-19-ის 6000–მდე შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილია 214 ადამიანი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 745 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 526 000–ს გადააჭარბა, 13 449 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები