ბოლო 3 დღეში საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაოთხმაგდა

12-08-2020 22:30:19 მსოფლიო

ბოლო 3 დღეში საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გაოთხმაგდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით 2 524 ადამიანი დაინფიცირდა, 11 აგვისტოს – 1226, 10 აგვისტოს – 785.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ საფრანგეთში დაავადება უკვე 200 000–ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსით გარდაცვლილია 30 000-ზე მეტი ადამიანი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 745 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 526 000–ს გადააჭარბა, 13 449 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები