Accentnews.ge
თბილისში მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადა

თბილისში მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადა

12/08/2020 18:45:02 სამართალი

თბილისში მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადა. არსებული ინფორმაციით, ის ეზოში მყოფ ბავშვთან მივიდა და ეუბნებოდა, რომ მამამისი იყო და მას უნდა გაჰყოლოდა, რა დროსაც იგი მეზობლებმა შეამჩნიეს, მცირეწლოვანის დედას შეატყობინეს და პოლიცია გამოიძახეს.

როგორც ირკვევა, კაცმა გზაზე მანქანა გააჩერა, თუმცა ბავშვის წაყვანა ვეღარ შეძლო, ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S