Accentnews.ge
ზურაბ გურული: "ხვალ სხვა საქართველოში გავიღვიძებთ"

ზურაბ გურული: "ხვალ სხვა საქართველოში გავიღვიძებთ"

21/06/2019 01:04:56 ციტატა

"მინიმუმ სამმა ახალგაზრდამ დღეს თვალი დაკარგა. ხვალ სხვა საქართველოში გავიღვიძებთ, თუკი ვინმე დაძინებას მოახერხებს ამ ღამით.

დღეს, ვინც ამ უკიდეგანო ეროვნული შეურაცხყოფის შემდეგ, მიტინგის აღშფოთების ხარისხის მისხლობით გაზომვას შეეცდება და ბრალის ძებნას ისევ მომიტინგეებში დაიწყებს, უბრალოდ და უდავოდ უნამუსოა.

ასევე უნამუსო და პროვოკატორია ისიც, ვინც დღევანდელ ტრაგედიაში ისევ ნაციონალურ მოძრაობას დასდებს ბრალს. საბედნიეროდ, არაერთმა პატრიოტმა, არაანგაჟირებულმა ადამიანმა დაადასტურა, რომ დღეს რუსთაველზე მისული პროტესტანტების მინიმუმ ორ მესამედს ახალგაზრდები შეადგენდნენ, არცერთ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული ახალგაზრდები.

საქართველოს პოლიციავ, მოგიწევთ პირადი პასუხისგება განსაკუთრებული აგრესიისა და სადიზმისათვის, რომლითაც ასე დაუნდობლად გაუსწორდით შეურაცხყოფილ და თავზე დასაქმებულ თანამემამულეებს. 

საქართველოს ე.წ. მთავრობავ, თქვენ ხართ კოლაბორაციონისტი, უღირსი ადამიანები და ერთ დღეს აუცილებლად მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დღევანდელი ტრაგედიისათვის".

წერს სოციალურ ქსელში ქართულ–ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული და ასე ეხმიანება პარლამენტის წინ გუშინ და დღეს განვითარებულ მოვლენებს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S