Accentnews.ge
მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

13/08/2020 07:29:11 სამართალი

მახინჯაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს გარდაიცვალა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულ არასრულწლოვანს, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის: მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. მანქანა ქვეითად მოსიარულე 6 ადამიანს დაეჯახა, მათგან 3 ადგილზე დაიღუპა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ბებია, რძალი და შვილიშვილი.

მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S