მედია: ალიევმა პუტინს უთხრა, რომ რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების ინტენსივობა სერიოზულ კითხვებს აჩენს

13-08-2020 13:14:49 კავკასია

რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდება აზერბაიჯანულ საზოგადეობაში შეშფოთებას იწვევს – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონ საუბრის დროს განაცხადა.

მედიის თანახმად, ალიევმა პუტინს უთხრა, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების დასრულების შემდეგ, 17 ივლისიდან დღემდე რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთების მიწოდების ინტენსივობა აზერბაიჯანის საზოგადოებაში სერიოზულ კითხვებს იწვევს.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისთანავე ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენებით, რუსეთიდან სომხეთში გადატანილი სამხედრო ტვირთის მოცულობამ 400 ტონა შეადგინა.

„ალივმა პუტინს უთხრა, რომ სომხეთის მიერ სამხედრო თავდასხმის მიზანი კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვა იყო“,– იუწყება მედია.

ამასთან, მედია წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა რუს კოლეგას 12-16 ივლისს ტოვუზის რაიონში მოხდარ დაპირისპირებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ცნობისთვის: სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისიდან დაიძაბა. ორმხივ სროლებს მსხვერპლი ორივე მსხრიდან მოჰყვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები