Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის დედა: „მაბულინგებენ!“

ბაჩალიაშვილის დედა: „მაბულინგებენ!“

13/08/2020 10:03:15 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურორ მარიამ გოგორელიანს ბულინგში ადანაშაულებს.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, საქმის მასალების შესწავლის ნაცვლად, მას კითხვებს ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან და იმ ჟურნალისტთან დაკავშირებით უსვამდნენ, რომელმაც გუშინ სავარაუდოდ ბაჩალიაშვილის წერილი გამოაქვეყნა.

„მაბულინგებენ, რატომ არის რამიშვილი ჩვენი ადვოკატი, რატომ მოვიდა, რა ჰონორარის ფასად. ეს არის პროკურორი მარიამ გოგორელიანი. ჩამაცივდა, კაპანაძეს [ჟურნალისტს] „შენ მიეცი თუ არა ის წერილიო“, რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის, ვინ მისცა, წყარო ვინ იყო. მქონდა სახლში, [წერილი] მაგრამ არ ჩამითვლია, რომ რამე ისეთი იყო და ჟურნალისტმა ჩათვალა საჭიროდ, იმ წყარომ, ვინც მიაწოდა და გაასაჯაროვა, რა არის ამაში ცუდი? ბევრი კითხვებია რამიშვილთან დაკავშირებითო და რატომ არის ბევრი კითხვის ნიშანი? ვინც არ უნდა ყოფილიყო ადვოკატი, მაინც იგივე კითხვები ექნებოდათ, ყელში გაეჩხირათ ეს კაცი“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გზის პირად, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად გამოძიება თაბისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, შემდეგ დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაცია, თუმცა ოჯახს აღნიშნული ვერსიის არ სჯერა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. ჩანაწერი შემდეგი შინაარსისაა: „პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე”. გასაჯაროებულ ფურცელზე წერია ციფრი – „15”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S