Accentnews.ge
ოპოზიციურმა ლიდერებმა ახალი აქცია დააანონსეს

ოპოზიციურმა ლიდერებმა ახალი აქცია დააანონსეს

21/06/2019 01:40:48 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციურმა ლიდერებმა ახალი აქცია დააანონსეს. როგორც ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება. 

"არ შევწყვეტთ აქციებს. საღამოს 7 საათზე პარლამენტთან ვიკრიბებით და ნახავენ რამდენი ადამიანი მოვა. ეს ე.წ. ხელისუფლება ჩამოყალიბდა რეჟიმად და საქართველოს მოქალაქეს დაუპირისპირდა",– განაცხადა ვაშაძემ.

მოთხოვნები კი შემდეგია: გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ასევე საკვანძო საკითხია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.  

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება და ის "მიუხედავად ხელისუფლების კატასტროფული ქცევისა", ძალადობას ეწინააღმდეგება.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S