Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საელჩოებს მიმართავს

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საელჩოებს მიმართავს

13/08/2020 14:13:53 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პირადად მას ემუქრებიან და შიშობს, რომ მისი ოჯახის წევრები საფრთხის ქვეშ არიან.

რამიშვილი არ აკონკრეტებს, ვისგან მომდინარეობს მუქარა, თუმცა ფიქრობს, რომ მუქარის ავტორს "მწვანე აქვს ანთებული".

"არავის არ მეშინია და არც მინდა, მივმართო ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ, გამოიჩინონ კომპეტენცია დაცვის. მინდა, მივმართო საელჩოებს, უსაფრთხოება რომ იყოს არა ჩემი, თავს როგორღაც მივხედავ და დავიცავ ყველასგან დამოუკიდებლად, უბრალოდ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, იმიტომ, რომ მყავს საკმაოდ კარგი ოჯახი და უბრალოდ დაცული რომ იყვნენ", - თქვა რამიშვილმა.

გააქტიურებული მუქარის, ასევე თვალთვალის შესახებ რამიშვილმა ადრეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული განსაკუთრებით ინტენსიური მას შემდეგ გახდა, რაც ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გზის პირად, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად გამოძიება თაბისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, შემდეგ დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაცია, თუმცა ოჯახს აღნიშნული ვერსიის არ სჯერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S