მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
13/08/2020 15:33:54 სამართალი
თბილისში, სანაპიროზე ჭიათურა-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.


