Accentnews.ge
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

14/08/2020 05:34:59 სამართალი

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა. მათ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთაში ადანაშაულებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

"გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული თავისუფლების 4-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S