სავალდებულო კარანტინში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა

14-08-2020 16:20:45 საზოგადოება ,სამართალი

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდნა გადახტა,– იუწყება შს სამინისტრო.

პირი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვაილი, გამოძიება კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში.

14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით, არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“, - აცხადებენ შსს–ში.

განახლება

პაციენტი მძიმე მდგომარეობაში ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში არის მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კლინიკაში დილის ოთხ საათზე უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მისი მდგომარეობა მძიმეა – მრავლობით მოტეხილობები აღენიშნება, უგონო მდგომარეობაში იყო",- აცხადებენ კლინიკაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები