Accentnews.ge
სამელიორაციო  მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან  17 623 აბონენტი გათავისუფლდა

სამელიორაციო  მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან  17 623 აბონენტი გათავისუფლდა

14/08/2020 13:45:13 საზოგადოება, რეკლამა

სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 17 623 აბონენტი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.

ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

14 აგვისტოს მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 17 623 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 2 355 199 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S