ადვოკატის ცნობით, გამოძიებამ ბაჩალიაშვილის სოცქსელებიდან ინფორმაციის ნაწილი მიიღო

14-08-2020 18:14:46 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის სოცქსელებიდან ნაწილობრივი ინფორმაცია ამ დროსთვის აღდგენილია.

ადვოკატ ამბობს, რომ მიღებული ინფორმაციიდან ახალი დეტალები იკვეთება, მაგრამ გამოძიების ინტერესების მოტივით დეტალებზე არ საუბრობს.

„რაც შეეხება აღდგენას, ველოდებით ძირითად ინფორმაციას, ნაწილობრივი ინფორმაცია მიღებულია, მაგრამ არა – სრული. ველოდებით „ვოცაფიდან“, „ისტაგრამიდან“ გარკვეული ინფორმაცია მიღებულია, მაგრამ ველოდებით საბოლოოს. გარკვეული დრო სჭირდება და „ქსელური სივრციდან“ მიღებული იქნება ყველაფერი“,– განაცხადა ადვოკატმა „ფორმულას“ ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები