Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის  26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის  26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

14/08/2020 16:22:36 კონფლიქტები, საზოგადოება

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირებაზე ჩატარებული 235 ტესტიდან დადებითი შედეგი 26-მა აჩვენა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის კოვიდ-ცენტრში 24 პაციენტი მკურნალობს, გაეწერა 8, მათ შორის – რუსეთის მოქალაქე, რომელიც სოჭშია გადაყვანილი სამკურნალოდ.

სულ ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე კოვიდ-ინფიცირების 182 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 66, გარდაცვლილია 3 პაციენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S