გორის მუნიციპალიტეტში საქონელი მასობრივად იხოცება

14-08-2020 22:09:50 საზოგადოება

გორი მუნიციპალიტეტში საქონელი მასობრივად იხოცება. სოფელ ხიდისთავში 20-მდე ძროხა ერთდროულად მოკვდა.

ადგილობრივებისთვის თქმით, საქონელი მოწამლეს. ისინი სოფელში სპეციალისტების ჩასვლას და ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ.

საქართველოში ეს არ არის მსხვილფეხა საქონლის მასობრივად დახოცვის პირველი შემთხვევა. 2020 წლის 30 ივლისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში, საძოვარზე ექვსი სული პირუტყვი ერთ დღეს დაიხოცა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები