ევროკავშირი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებს

15-08-2020 00:23:46 მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის საგარეო საქმეთა სამსახური ავრცელებს.

"ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შედეგები გაყალბებულია და, შესაბამისად, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, რომელიც ბელორასის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. [...] ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს გამართულ ვიდეო–კონფერენციაზე შეთანხმდნენ, სანქციები დაუწენ, მათ ვინც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზეა პასუხისმგებელი. ბელარუსის წინააღმდეგ სასანქციო სიაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება", – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები