კანადა მიგრანტების ნაწილს ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის უფლებას აძლევს

15-08-2020 01:16:47 მსოფლიო

კანადა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მომვლელებს ქვეყანაში დარჩენის უფლებას მისცემს. საუბარია თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის დროს საავადმყოფოებსა და ხანდაზმულთა სახლებში დაავადებულ პაციენტებს უვლიდნენ.

როგორც კანადის ემიგრაციის მინისტრმა განაცხდა, ამ ნაბიჯით კანადა მადლობას გადაუხდის იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, რათა სხვებს დახმარებოდა.

პროგრამის ფარგლებში კანადაში ცხოვრების უფლებას მიიღებენ კორონავირუსიანი პაციენტების მომვლელთა ოჯახის წევრებიც, თუ მათ შესაბამისი განაცხადი 2020 წლის მარტამდე აქვს შევსებული. ბინადრობის უვადო უფლებას მიიღებენ ის მიგრანტებოც, რომელთა განაცხადიც მანამდე უარყვეს.

მედია წერს, რომ ამ გზით ბინადრობის უფლებას 1 000 ადამიანი მიიღებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები