სეულში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რელიგიური შეკრებები აკრძალეს

15-08-2020 10:17:51 მსოფლიო

სეულში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რელიგიური შეკრებები აკრძალეს.

CNN–ის თანახმად, სამხრეთ კორეაში ინფიცირების 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 155 საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში – რელიგიურ ღონისძიებებზე, სწრაფი კვების ობიექტებსა და ბაზრობებზე დაინფიცირდა.

ამასთან, სეულის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ქალაქში დაგეგმილ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს არ შეუერთდნენ, რადგან მასობრივი შეკრებები აკრძალულია და მათ მონაწილეებს თუ ორგანიზატორებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

სამხრეთ კორეაში ახალი ვირუსის 833 აქტიური შემთხვევაა. ქვეყანაში ვირუსს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 305 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები