ქობულეთში COVID 19-ის შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირების წყარო უცნობია

15-08-2020 12:27:45 საზოგადოება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში COVID 19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ადგილობრივი მკვიდრი არ არის.

ამჟამად მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი ათეულობით პირის შემოწმების პროცესი. პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ–ჯერობით უცნობია.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1321-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები