Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება

სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება

21/06/2019 07:06:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს.

პრეზიდენტი ბელარუსში ვიზიტს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო წყვეტს. სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში 20 ივნისს გაემგზავრა. ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S