ავარია ფონიჭალაში: დაიღუპა ოთხი, მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან
16/08/2020 06:22:57 სამართალი
ფონიჭალაში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ერთ-ერთ ქუჩაზე ქორწილისთვის იყვნენ შეკრებილები.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
განახლება
7 ადამიანი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, ერთი ოჯახის წევრები არიან: გარდაცვლილა 25 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელთან ერთადაც მისი 4 წლის შვილი ადგილზე დაიღუპა.
ასევე, ცნობილია, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი 7 წლის ბიჭიც დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც, ავტომობილში ჩასხდომისას მანქანა დაეჯახათ. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა 25 წლის გოგო შვილთან ერთად. 7 წლის ბიჭი და ქალის დედა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, 3 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის.


