Accentnews.ge
მაშველებმა ურეკში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა ურეკში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

17/08/2020 06:49:52 სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურეკში ორდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდა კაცის ძებნა მაშველებმა 15 აგვისტოს დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2 ახალგაზრდა წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშველებმა ერთის დახმარება შეძლეს, მერე კი წყალში გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება და ექოლოტი იყო ჩართული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S