სპეციალური პენიტენციური სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს
17/08/2020 07:17:43 სამართალი, რეკლამა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის საგანგებო განცხადებას ავრცელებს და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე "ლავასოღლის" ექსტრადიციის თაობაზე.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა მთავარი აქცენტების წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ექსტრადიცია განხორციელდა. ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც ზემოთხსენებული სატელევიზიო არხი ავრცელებს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


