ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარედ მტკვრიდან ცხედარი ამოასვენეს
17/08/2020 10:06:35 სამართალი
ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარედ მტკვრიდან სავარაუდოდ, გოგოს ცხედარი ამოასვენეს. ცხედარი ჯერ–ჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ ერთი პირის სამძებრო სამუშაოები.
„ბაუჰაუსის“ თანამშრომლები გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს დილის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან და მის შემდეგ გაუჩინარდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.


