
"მნიშვნელოვანია, მაჟორიტარების გარდა, ყურადღება პროპორციულ სიებსაც მიაქციოთ"
17/08/2020 10:10:51 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეებმა, მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, პროპორციულ სიასაც მიაქციონ ყურადღება.
"ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები არის მართლაც მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის არის შესაძლებლობა, საქართველოში არჩეულ იქნას უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც იქნება მრავალი ხმა წარმოდგენილი, იქნება მეტი მრავალფეროვნება პარლამენტში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა მაჟორიტარი კანდიდატებისა, ასევე ყურადღება მიექცეს პროპორციულ სიაში მყოფ კანდიდატებსაც იმიტომ, რომ ამ ეტაპზე უფრო მეტი წარმომადგენელია პარლამენტის პროპორციულ სიებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ინტერესი როგორც ამერიკის, ისევე ევროპის მხრიდან არის საკმაოდ დიდი", – განაცხადა ელჩმა.