მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
17/08/2020 12:10:38 სამართალი
მაშველებმა მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ჯერ–ჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა ქალის ცხედარიც იპოვეს, რომელიც ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია.
„ბაუჰაუსის“ თანამშრომლები გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს დილის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან და მის შემდეგ გაუჩინარდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.


