Accentnews.ge
ანქვაბს თბილისის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ

ანქვაბს თბილისის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ

17/08/2020 14:09:50 კონფლიქტები

აფხაზი ვეტერანების ორგანიზაცია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს „საქართველოს ინტერესების ლობირებაში“ ადანაშაულებს. ორგანიზაცია „არუაა“ აპროტესტებს ალექსანდრე ანქვაბის განცხადებას, რომელშიც მან "გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევას უსამართლობა" უწოდა.

„მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, არ გადაიყვანოს პრობლემა ეთნიკურ განზომილებაში, რითაც ნაციონალისტურ განწყობებს აღვივებს, რადგან საქმე აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების ეთნიკური წარმომავლობას არ ეხება. საქმე ეხება იმას, რომ მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა“, – ნათქვამია აფხაზი ვეტერანების განცხადებაში.

მათივე თქმით, „აფხაზეთში კანონი ორმაგი მოქალაქეობას კრძალავს და გამონაკლისს წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეობა":

„ასევე ჩვენთვის გაუგებარია, რატომ იცავს პრემიერ-მინისტრი ანქვაბი საქართველოს მოქალაქეების უფლებას ჰქონდეთ აფხაზეთის მოქალაქეობა და ამავე დროს მას არ ახსენდება სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია, ცხოვრობენ აფხაზეთში – რუსეთი, საბერძნეთის, თურქეთის, სომხეთის, ბელარუსის, უკრაინის მოქალაქეები, ანუ იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთთან საომარ მდგომაროებაში არ არიან? ანქვაბს მიაჩნია, რომ ფრაზა – „ისინი ჩვენს წინააღმდეგ არ ომობდნენ“ შეიძლება კანონში ჩაიწეროს და ეს საკმარისი საბაბია, რათა აფხაზეთის მოქალაქეობა მიიღო?“.

ორგანიზაციის წევრები მოითხოვენ, ანქვაბმა საჯაროდ უარყოს განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზი ვეტერანები დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს „უსიამოვნო გადაწყვეტილებებს მიღებით ემუქრებიან“:

„სამწუხაროდ, ანქვაბი ლობირებს იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელთანაც ჩვენ საომარ მდგომაროებაში ვართ და იმ საკითხების იგნორირებას ახდენს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S