Accentnews.ge
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში პატრულირება ჩაატარეს

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში პატრულირება ჩაატარეს

17/08/2020 14:35:07 თავდაცვა, რეკლამა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დისლოცირებულმა I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, საზღვაო ქვეითების საქართველოს მეკავშირე ჯგუფმა და ავღანეთის ნაციონალური ჯარის წევრებმა ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეითი პატრულირების ამოცანას ბაზის გარე პერიმეტრის რეკოგნოსცირება და უსაფრთხოების ზომების დაცვა წარმოადგენდა.

„I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ ბაგრამის მთავრობის წარმომადგენელს ფარვანის პროვინციიდან, ბაგრამის საავიაციო ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფის გეგმა გააცნო. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის „მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს.

ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S