Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის დედა: "რევერანსების დრო დასრულდა, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები"

ბაჩალიაშვილის დედა: "რევერანსების დრო დასრულდა, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები"

17/08/2020 14:43:27 სამართალი

"რევერანსების დრო დასრულდა, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები", – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"დღეს ჩემი შვილის გარდაცვალებიდან 1 თვე შესრულდა და რევერანსების დრო დასრულდა. აღარ ვაპირებ რევერანსებით ლაპარაკს. მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები", - თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატურაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ოჯახი გენერალურ პროკურორს ენდობა, თუმცა ამბობს, რომ თუ ოჯახი უწყების მუშაობაში ეჭვს შეიტანს, მაშინ ისინი პროკურატურის მიმართაც შეცვლიან დამოკიდებულებას.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S