Accentnews.ge
ოპოზიციური პარტიები საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ

ოპოზიციური პარტიები საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ

18/08/2020 08:02:47 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ.

როგორც "ლეობორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე "ლეობორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკია, ამ ოლქში მისი კონკურენტი "გირჩიდან" ზურა ჯაფარიძე იქნება. გარდა ამისა, მაჟორიტარობა მოძრაობა "ხალხისათვის" დამფუძნებელ ანა დოლიძესაც სურს. მათ, სავარაუდოდ, "ლელო საქართველოდან" დავით უსუფაშვილი შეურთდება.

საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნებიდან" კენჭს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო იყრის, ამავე ოლქში გამარჯვებისთვის იბრძოლებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილიც.

"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია:

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის;
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S